2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე .
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:
- მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 21-30 აგვისტო;
- გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) – 4 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 5 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
- გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) – 5 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13 -14 სექტემბერი;
- გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
- გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 18 სექტემბერი;
- აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 18 სექტემბერი;
- ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20-22 სექტემბერი;
- საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ 21-30 აგვისტოს, შესაბამისი ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე.
20-22 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში), იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული), მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ ფაკულტეტზე.
- განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი/ სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად, ფაკულტეტების მიხედვით, შემდეგ მისამართებზე: (მისამართები გააქტიურდება 21 აგვისტოს).
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ფორმის შესავსებად გაიარეთ ავტორიზაცია Gmail-ის მეშვეობით.
რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ.: 2 25 04 84 (შიდა 1734 ).